სახელმწიფო შესყიდვები

მთავრობა 500 ტონა შაქარს, მაკარონს და 1,5 მილიონ ლიტრ მზუსუმზირის ზეთს ყიდულობს

Reuters

საქართველოს მთავრობამ სასურსათო მარაგების შევსება გადაწყვიტა, 26 მარტის დადგენილების მიხედვით, მთავრობა 1,5 მილიონ მზესუმზირის ზეთს, 500 ტონა შაქარს და ამდენივე მაკარონს შეიძენს. 

შესყიდვის ჯამური ღირებულება 16 მილიონი ლარია და ოპერაცია სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ უნდა განახორციელოს. წინა კვირებში ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ მსხვილ იმპორტიორებთან კონსულტაციების შედეგად, იმ 9 ძირითადი საკვები პროდუქციის სია ჩამოაყალიბა, რომელთა ფასსაც სახელმწიფო გადააზღვევს. 

მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობდა, რომ პროდუქციის ფასს გაძვირებისგან მთავრობა დაიცავდა. საუბარია, ლარის გაუფასურების შესაძლო გავლენაზე პროდუქციის ფასზე.

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, მთავრობა ლარის გაცვლითი კურსის სხვაობას იმპორტიორებს მთავრობა აუნაზღაურებდა. როგორც ცნობილია, პროგრამის საწყისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია.

კომენტარები