სახელმწიფო შესყიდვები

მთავრობა 1 024 800 ლარის ღირებულების რუსული თაფლის შეძენას გეგმავს

შესყიდვების სააგენტომ, მთავრობის განკარგულებით, თაფლის შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. 

2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კილოგრამი თაფლის შეძენა იგეგმება. 

მათგან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 300სა0 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფოს თაფლს შპს ვ.ტ მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, პროდუქტს კომპანია აპიდეისგან შეისყიდის. აპიდეი თაფლს რუსეთში აწარმოებს. 

სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს ვ.ტ-მ მიიღო. მათ სახელმწიფოს ერთი კილოგრამი თაფლი 14 ლარად შესთავაზა. სატენდერო კომისიამ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება, რომელშიც საიმპორტო თაფლის მწარმოებელი ქვეყანა არის მითითებული, 16 იანვარს განიხილა. ამის შემდეგ მათ კომპანიას ფასების ცხრილის დაზუსტება მოსთხოვეს. ვ.ტ-მ ფასები 17 იანვარს დააზუსტა. 

კიდევ ერთ სხდომაზე, 24 იანვარს კომისიამ ვ.ტ-ს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან თაფლის თაფლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვა. 

კომპანია ვ.ტ-ის მფლობელი იუზა ჯოგლიძეა

კომენტარები