კორონავირუსი საქართველოში

გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში 39 პაციენტია, არცერთი მათგანი COVID 19-ით ინფიცირებული არაა

facebook

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში 39 პაციენტია მოთავსებული და არცერთი მათგანი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის. მისივე თქმით, მეორმოცე ადამიანი რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს კლინიკაში.

"გუშინ კვლევა ჩაუტარდა 20 პაციენტს და ყველას პასუხი ნეგატიურია. დღეს გაეწერება 5 პაციენტი და კიდევ რამდენიმე წავა, ზოგი კარანტინში და ზოგიც თვითიზოლაციაში. 4 პაციენტს საკარანტინო ვადა დაუმთავრდა და პირდაპირ სახლში წავიდნენ"- თქვა გოფოძემ და აღნიშნა რომ დღეს 7 ადამიანს გაუკეთდა ტესტი და პასუხს ელოდებიან. 

კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ "რაღაც პარამეტრები ყოველდღიურად უმჯობესდება". ის მარნეულიდან რამდენიმე დღის წინ ორმხრივი პნევმონიით გადმოიყვანეს, თუმცა კაცს ვირუსი არ დაუდგინდა. 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 98-მდე გაიზარდა. აქედან 18 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 4978 ადამიანი კარანტინშია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 26.

ქვეყანაში საგანგები მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულში და ბოლნისში სრული კარანტინია.

კომენტარები