ტელეარხმა Adult Swim პოპულარული ანიმაციური სერიალის Rick and Morty ხუთწუთიანი პრომო ვიდეო გამოაქვეყნა.
ანიმაციაში რიკი-სამურაი საკუთარი კლონების არმიას ებრძვის. ვიდეო საკულტო ანიმაციის Samurai Jack სტილშია გაკეთებული.
რიკი და მორტის მეოტხე სეზონი 2019 წლის ნოემბერში დაიწყო, შემქმნელების თქმით გაგრძელება მიმდინარე წლის მაისში გამოვა.