კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: რეანიმაციაში რამდენიმე კრიტიკული პაციენტია, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადია

იმედი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მათ კლინიკაში 67 პაციენტია მოთავსებული, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 17, ხოლო 50 საეჭვო შემთხვევაა. მისი თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა მართვადია. 

"ამ ეტაპზე რეანიმაციაში რამდენიმე კრიტიკული პაციენტი წევს. მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადია"- ამბობს რატიანი და აღნიშნავს, რომ ორი ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 98-მდე გაიზარდა. აქედან 18 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 4978 ადამიანი კარანტინშია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 26.

ქვეყანაში საგანგები მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულში და ბოლნისში სრული კარანტინია.

კომენტარები