ლგბტქ საკითხები

თბილისში ტრანსგენდერ ქალს მანქანა დაეჯახა

ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა ტრანსგენდერ ქალს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის, თავის ტვინზე. აქვს მრავლობითი მოტეხილობები.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სხვა ტრანსგენდერი ქალები ყვებიან, რომ მსხვერპლი თავდამსხმელებს გამოქეცა და ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ მაშინ მოხდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა ნელა მოძრაობდა.

შსს საქმეს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევის მუხლით იძიებს.

კომენტარები