ბოლო 24 საათში ესპანეთში COVID 19-ით 838 ადამიანი გარდაიცვალა, სულ 6 528

ესპანეთში ახალი კორონავირუსით, ბოლო 24 საათში, 838 ადამიანი დაიღუპა. ეს ესპანეთში დღიურად COVID 19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც აქამდე აღწერილა.

ახალი კორონავირუსით ესპანეთში სულ 6 528 ადამიანი დაიღუპა. გამოვლინდა ინფიცირების ახალი შემთხვევებიც. ბოლო 24 საათში ესპანეთში ვირუსული ინფექცია 5 562 ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში კი COVID 190ით ინფიცირებულთა რიცხვი 78 797-მდე გაიზარდა, აქედან 14 709 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 165 პირის მდგომარეობა კრიტიკულია.

29 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 678 969 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 146 345, ხოლო ვირუსით 31 771 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები