ეზუგბაია: თავდაცვის თანამშრომლების ინფიცირების პირველწყარო ბოლომდე დადასტურებული არაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებსაც კორონავირუსი დაუსატურდათ სამოქალაქო პირები არიან და გორის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. ეზუგბაია ამბობს, რომ 6-ვე ადამიანს ერთმანეთთან ჰქოონდა კონტაქტი, თუმცა მათი ინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. 

"ეს არის ჯგუფი, რომელსაც სამსახურებრივად აქვს შეხება ერთმანეთთან. პირველწყაროს მოძიება მიმდინარეობს, ბოლომდე არ არის დადასტურებული, ამიტომ ჩვენ კატეგორიულად ვერ ვიტყვით რა სიტუაციაა. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე," - ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 90 ადამიანიდან ექვსი ტავდაცვის სამინისტროს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

უწყების ინფორმაციით, ინფიცირებული პირები 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ არანაირი შეხება არ ჰქონიათ სამხედრო ნაწილებთან.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადატურებული. აქედან 18 გამოჯანმრთელდა. საკარანტინე ზონებში 4695 ადამიანი იმყოფება. ერთი კვირის წინ, ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. გარდა ამისა, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. 

კომენტარები