NATO

ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს 30-ე წევრი გახდა

დღეს, 27 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს 30-ე წევრი გახდა. ინფორმაცია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე უკვე განთავსდა.

"ჩრდილოეთ მაკედონია ახლა NATO-ს ოჯახის ნაწილია. ოჯახი ეფუძნება რწმენას, რომ მიუხედავად იმისა, რა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით, ჩვენ ყველანი ერთად უფრო ძლიერები ვართ" - თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს შტაბ ბინაში ჩრდილოეთ მაკედონიის დროშის აღმართვის ცერემონია 30 მარტს გაიმართება.

ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი 2019 წლის თებერვალში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ნატოს წევრი 29-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა. 

ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ქვეყანამ სახელწოდებასთან დაკავშირებული დავა მოაგვარა. ჩრდილოეთ მაკედონია და საბერძნეთი შეთანხმდნენ, რომ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა.

კომენტარები