დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, კორონავირუსი დაუდგინდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ პრემიერმა Twitter-ზე განაცხადა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში მე მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა, ტესტირებამ ახალი კორონავირუსი დაადასტურა. ამ დროისთვის მე თვითიზოლირებული ვარ, მაგრამ დისტანციურად ვაგრძელებ მუშაობას მთავრობასთან ერთად. ერთად ჩვენ დავამარცხებთ კორონავირუსს", — წერია ბორის ჯონსონის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ბორის ჯონსონი 55 წლისაა. გაერთიანებულ სამეფოში ამ დროისთვის Covid-19-ის 11,658 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 578 პაციენტი.

კომენტარები