ბობ დილანი

ბობ დილანმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩვიდმეტწუთიანი სიმღერა გამოაქვეყნა

Stars Insider

ბობ დილანი რვაწლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერით  დაბრუნდა. 

ლეგენდარულმა მუსიკოსმა სიმღერა - Murder Most Foul, რომელიც 16 წუთს და 57 წამს გრძელდება და ჯონ ჯენედის მკვლელობას ეძღვნება, გამოაქვეყნა.

"სალამი ყველა ჩემს ფანს და დიდი მადლობა თქვენი ამდენწლიანი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. ეს არის გამოუქვეყნებელი სიმღერა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩავწერეთ და შესაძლოა დაგაინტერესოთ. თავს მოუფრთხილდით, დაკვირვებულები იყავით და ღმერთი თქვენკენ!" თქვა დილანმა. 

 

კომენტარები