ბობ დილანი

ქალი ამბობს, რომ 1965 წელს, როდესაც 12 წლის იყო, ბობ დილანმა მასზე სექსუალურად იძალადა

1965 წელს გადაღებული ბობ დილანის ფოტო

ქალი, რომელიც იდენტიფიცირდება ინიციალებით JC, ამბობს, რომ 1965 წელს, როდესაც 12 წლის იყო, ბობ დილანმა მასზე სექსუალურად იძალადა და ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდა.

ქალმა მომღერლის წინააღმდეგ საჩივარი 13 აგვისტოს ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში შეიტანა, სადაც BBC-ის ცნობით წერია, რომ ბობ დილანმა "გამოიყენა მომღერლის სტატუსი, რათა ის [ქალი] უზრუნველეყო ალკოჰოლური სასმელებითა და ნარკოტიკული საშუალებებით და მასზე სექსუალურად იძალადა რამდენჯერმე". 

მოსარჩელეს თქმით, ბობ დილანმა თავისი ქმედებებით "ფსიქიკური სტრესი, ტანჯვა, დამცირება, შერცხვენა და ეკონომიკური ზარალი" მოუტანა. ქალი ითხოვს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გაიმართოს ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო.

გამოცემა დაუკავშირდა მომღერლის წარმომადგენელს, რომელმაც ბრალდებების საპასუხოდ თქვა, რომ სარჩელი არ შეიცავს სიმართლეს და ის მტკიცედ იქნება უარყოფილი.

ბობ დილანს თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში 125 მილიონ ალბომზე მეტი აქვს გაყიდული. ოსკაროსან მომღერალს 2016 წელს ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში, რითაც პირველი მომღერალი გახდა, რომელსაც ეს ჯილდო აქვს.

დილანი1941 წელს მინესოტაში დაიბადა, შესაბამისად 1965 წელს ის 24 წლის იყო.

კომენტარები