ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა

The Insurance Journal

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში Covid 19 79 პაციენტს ჰქონდა დადასტურებული.

მათგან გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

კარანტინის რეჟიმშია 4427 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257 პირი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულსა და ბოლნისში კი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები