კანის კინოფესტივალი

კანის კინოფესტივალის ტერიტორიაზე უსახლკაროთა თავშესაფარი გაიხსნა

Reuters

2020 წლის კანის კინოფესტივალი ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო. ადმინისტრაციამ ფესტივალისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე უსახლკაროთა თავშესაფრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. მათი თქმით თავშესაფარი ღამეში 70 ადამიანს მოემსახურბა.

8 დღის წინ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. საფრანგეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ 12 000 უსახლკარო ადამიანს ამ თხოვნის გათვალისწინება არ შეუძლია. 

27 მარტის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 25,604 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 3,900 და გარდაიცვალა 1,331 ადამიანი.  

კომენტარები