საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა, ამ დროისთვის დაინფიცირების 77 შემთხვევაა გამოვლენილი.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება, მეორე კი საფრანგეთში. ორივე მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ეზუგბაიას თქმით, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მათგან 10 ადამიანი უკვე გამოჯანმრთლედა. 4346 ადამიანი კარანტინშია. ამასთან, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.





