კორონავირუსი საქართველოში

მეუფე ანტონი: ეკლესიების დახურვა არამც და არამც, თვითშეგნებამდე უნდა მივიყვანოთ მორწმუნეები

ეკლესიების დახურვა არამც და არამც. თვითშეგნებამდე უნდა მივიყვანოთ მორწმუნეები, თვითშეგნებამდე. მათი ნება უნდა იყოს და თვითშეგნება. მე ჩემს მრევლს მაქსიმალურად ვეუბნები, რომ იყვნენ სახლებში. მიწიერად თუ ვიმსჯელებთ და მიწიერ ჭრილში შევხედავთ, რა თქმა უნდა, კარგია და სასარგებლოა და აუცილებელიც არის, მაგრამ ღმერთიც არ უნდა გამოვრიცხოთ. რაღაცა ისე გამოდის, რომ ძალიან მიწიერი გამოდის.. კერძო აზრებს არ აქვს ეკლესიაში მნიშვნელობა, აქ მაინც ერთობლივ გადაწყვეტილებას აქვს. ერთობლივად თუ მიიღებს ეკლესია და მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა დავემორჩილებით ყველა 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ფორმულასთან კორონავირუსის გამო ეკლესიების დახურვაზე სატელეფონო საუბარში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს. საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, სრულ განკურნებამდე სახლში დარჩნენ, ხოლო ტაძრებში დაიცვან დისტანცია - 2 მეტრი. ტაძრის ეზოში - 1.5 მეტრი. განცხადების მიხედვით, მოძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, წირვაზე და 7-გზის ზეთისცხებაზე მრევლი კვირის სხვადასხვა დღეებში გადაანაწილონ

კომენტარები