ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე ხალხს სიმდიდრის გადანაწილებისა და გაფიცვისკენ მოუწოდებს

The New York Times

ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე სურათი გააზიარა, სადაც წერია, რომ ხალხმა ახალი კორონავირუსის პირობებში სიმდიდრე უნდა გადაანაწილონ და გაიფიცნონ.

სურათი, რომელიც 38 წლის მომღერალმა გააზიარა, სხვა ინსტაგრამის მომხმარებლის მიერ არის გაკეთებული.

"ამ იზოლაციის პირობებში ერთმანეთთან დაკავშირება იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე არასდროს. დაურეკეთ თქვენ საყვარელ ადამიანებს, მიწერეთ ვირტუალური სასიყვარულო წერილები. ტექნოლოგიები ვირტუალური კომუნიკაციის, სტრიმინგისა და ტრანსლაციის სახით ჩვენი საზოგადოების კოლაბორაციის ნაწილებია.

ჩვენ ვისწავლით, როგორ ვაკოცოთ და ჩავეხუტოთ ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით. ჩვენ გავმოკვებავთ ერთმანეთს, გადავანაწილებთ სიმდიდრეს, გავიფიცებით, გავიაზრებთ ჩვენს მნიშვნელობას იმ ადგილებიდან, სადაც ვრჩებით. ურთიერთობა კედლებს მიღმაა, კვლავ შეგვიძლია ვიყოთ ერთად", - წერია ბრიტნი სპირსის მიერ გაზიარებულ სურათზე.

კომენტარები