Wonder Woman 1984

Wonder Woman 1984-ის პრემიერა ახალი კორონავირუსის გამო გადაიდო

CNet

DC-ის კომიქსების მორიგი ეკრანიზაციის Wonder Woman 1984 პრემიერა ახალი კორონავირუსის გამო გადაიდო.

სტუდია Warner Bros. ბლოკბასტერის პრემიერას მიმდინარე წლის 5 ივნისს გეგმავდა, ახალ თარიღად 14 აგვისტო სახელდება. აღნიშნულ დღეს ჯეიმს ვანის Malignant ჩვენება უნდა ყოფილიყო, ჰორორის გამოსვლის ახალი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

კინოკომპანიამ კიდევ ორი მსხვილი პროექტის In the Heights და Scoob! რელიზი უცნობი ვადით გადაიტანა. არ შეცვლილა კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის Tenet გამოსვლის თარიღი, თრილერი კინოგაქირავებაში 17 ივლისს ჩაეშვება. 

 

კომენტარები