Wonder Woman 1984

WONDER WOMAN 1984-ის პრემიერა გადაიდო

Batman News

კინოსტუდია Warner Bros.-მა კომიქსების მორიგი ეკრანიზაციის, Wonder Woman 1984-ის პრემიერა 2 ოქტომბრიდან 25 დეკემბრისთვის გადაიტანა.

რადგან ნიუ-იორკის, სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესის კინოთეატრები კორონავირუსის გამო დახურულია, ფილმის კინოგაქირავებაში ჩაშვება არ იქნება მომგებიანი. გარდა ამისა, სტუდიას სურს, რომ ეკრანებზე უფრო დიდხანს დარჩეს კრისტოფერ ნოლანის Tenet. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით დენი ვილნევის დიუნის პრემიერა, შესაძლოა, 2021 წლისთვის გადაიდოს.

კომენტარები