კორონავირუსი საქართველოში

TBC: კორონავირუსის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გავიღებთ

თიბისი ბანკი Covid-19-ის მიერ შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს - ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გაავრცელა.

ასევე, ბანკი პროგრამას "თიბისი შენთვის" ქმნის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად იქმნება და თიბისის ინიცირებულ კორონავირუსის ზიანის შესამცირებელ ყველა პროგრამას გააერთიანებს.

"თიბისი COVID19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს.

„თიბისი შენთვის“ - თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის, რომელიც COVID19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური  განათლების ხელშეწყობაზე, მოხუცების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესებისთვის.

ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა - „თიბისი შენთვის“, სადაც თავმოყრილი იქნება თიბისის და მისი პარტნიორების ყველა  ციფრული სერვისი, რაც მომხმარებლებს გაციფრულებაში დაეხმარება. აქცენტი გაკეთდება, მოსახლეობის და ბიზნესების მხარდაჭერაზე, დისტანციურ განათლებაზე, ონლაინ კომერციაზე და სხვა მრავალ სერვისზე, რომელიც შექმნილ ახალ რეალობაში მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები