ინდოეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

CNN.com

ინდოეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ გააკეთა.

პრემიერმინისტრის თქმით, საყოველთაო კარანტინი შუაღამისას ამოქმედდება, მინიმუმ 21 დღე გაგრძელდება და ინდოეთის სრულ ტერიტორიას მოიცავს.

"თქვენ ხედავთ, რა ხდება მსოფლიოს გარშემო კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ასევე ხედავთ, რომ ძლიერი სახელმწიფოები უმწეოები არიან პანდემიის პირისპირ", - თქვა ნარენდრა მოდიმ განცხადებაში.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ზომებს არ მიიღებს "ბევრი ოჯახი სამუდამოდ განადგურდება".

ინდოეთში 1.34 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. 24 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით 519 ადამიანი არის ინფიცირებული, გარდაცვლილია 10 და გამოჯანმრთელებულია 40 ადამიანი.

კომენტარები