კორონავირუსი საქართველოში

სასწავლო პროცესის დაწყება 21 აპრილამდე გადაიდო

iStockphoto

23 მარტს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა კიდევ ერთხელ, 21 აპრილამდე გადაიწია. 

დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა ეხება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებს. როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, აკრძალვის მოქმედების პერიოდში დაწესებულებებმა სწავლება დისტანციური მეთოდით უნდა განახორციელონ. 

ამის პარალელურად, იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი, რომელიც არ განხორციელდება დისტანციურად. 

სასწავლო პროცესი თავდაპირველად 11 მარტს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით დაიწყო. მაშინ სასწავლო პროცესი პირველ იანვრამდე შეწყდა. ასევე, გადაიდო საგაზაფხულო გაწვევაც.

კომენტარები