კორონავირუსი საქართველოში

მგზავრი არ უნდა იჯდეს მძღოლის გვერდით - თბილისში ტაქსით გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა

მერიის გადაწყვეტილებით თბილისში მომუშავე კერძო ტაქსების გადაადგებილებაზე შეზღუდვები დაწესდა. თბილისის მერია გადაწყვეტილების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიიღეს. ახალი წესების თანახმად, მგზავრების გადაყვანის დროს ტაქსის ფანჯრები არ უნდა იყოს დახურული.

ასევე, მგზავრი არ უნდა დაჯდეს მძღოლის გვერდით, ხოლო ავტომობილის უკანა სავარძელზე ერთდროულად მაქსიმუმ ორი ადამიანი უნდა მოთავსდეს. 

განცხადებაში თბილისის მერიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს სახლი მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში დატოვონო. 

ამ დროისთვის საქართველოში Covid-19 სულ 54 შემთხვევააა გამოვლენილი, 8 მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები