რუსეთი

რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ რეკორდული 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა

12-იდან 18 მარტამდე - ერთ კვირაში რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ რეკორდული 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BGS Global-ის მიერ მომზადებულ კვლევა შეიცავს. 

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 4-დან 11-მარტის ჩათვლით რუსეთიდან კიდევ 590 მილიარდი დოლარი გავიდა. კაპიტალის მკვეთრი გადინება ნავთობის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. საუბარია რუსეთსა და OPEC-ს შორის ჩაშლილ შეთანხმებაზე, რომლის შემდეგაც ნავთობის ფასები ბოლო 17 წლის მინიმუმამდე დავარდა. 

ამ კვირაში Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 25 დოლარს ჩამოცდა, კიდევ უფრო გაიაფდა რუსული ნავთობი და მისმა ფასმა 19 დოლარი შეადგინა. კვირის ცუდი დასაწყისის შემდეგ, ხუთშაბათს ნავთობის ფასები შესამჩნევად გაიზარდა, თუმცა უკვე პარასკევს კვლავ კლების ტენდენცია გამოიკვეთა. 

ნავთობის ფასების კლების პარალელურად უფასურდება რუბლიც. სულ მიმდინარე კვირაში დოლართან და ევროსთან მიმართებაში რუბლი დაახლოებით 8%-ით გაუფასურდა და ბოლო 4 წლის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. 

კომენტარები