გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: პანდემიისას არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა გაუგებარია

ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია. მახსენდება: "ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს" (მათე 23:26)

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ერთი კოვზით ზიარების წესი კორონავირუსის პანდემიის პირობებში არ იცვლება.

კომენტარები