ეზუგბაია: 44 პაციენტიდან პრობლემური რჩება ოთხი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაავადებული 44 პაციენტიდან პრობლემური ოთხის მდგომარეობაა:

"44 პაციენტში პრობლემური რჩება 4 პაციენტი. ჩვენი [ინფექციური საავადმყოფოს] ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონი და ერთი პაციენტი და ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ორი პრობლემური პაციენტი."

ეზუგბაია ამბობს, რომ პრობლემური მდგომარეობის მიზეზი პაციენტების ასაკი და თანმხლები დაავადებებია:

"ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპზე, დინამიკაში გაუარესება არაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პაციენტებთან ასაკის გამო და თან არსებული დაავადებების გამო მათთან მოსალოდნელი არის დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება."

მარია ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 20 მარტის დილას 15 ანალიზზე მიიღეს პასუხი და აქედან ყველა ნეგატიური იყო. ამ დროისთვის კი ნიმუში აღებულია კიდევ რვა პაციენტზე.

კომენტარები