კორონავირუსი საქართველოში

ჩიქოვანი: 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა სრულად წყდება, გარდა საქართველოს ავიახაზებისა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის, თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საქართველოში სრულად წყდება ავიამიმოსვლა.

ეს გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

"განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინირებული საქართველოს მთავრობასთან,"- თქვა ჩიქოვანმა. 

ჩიქოვანის თქმითვე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში დაბრუნდება, განურჩევლად იმისა, რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდა, საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ და იქნებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. 

18 მარტს საქართველომ სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აკრძალა. ხოლო, საქართველოში დაბრუნების მსურველები საქართველოს ან თურქეთის ავიახაზების რეისებით სარგებლობდნენ.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან ერთი, პირველი ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები