კორონავირუსი საქართველოში

მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იმართება, სხდომას პრეზიდენტიც ესწრება

radiotavisupleba.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იმართება.

სხდომას ესწრება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ჯერჯერობით უცნობია, რა კონკრეტულ საკითხებს განიხილავენ სხდომაზე. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგი გაიმართება.

 

 

კომენტარები