გამყრელიძე: Covid 19-ის ჰაერით გადადების მტკიცებულებები არ არსებობს

ამირან გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს ახალი კორონავირუსის ჰაერით გადადების მტკიცებულებები.

“კლასიკურად ჯერ ეს დაავადება დღემდე მაინც ითვლება წვეთოვანი გზით გადამდებ დაავადებად. ჰაერით გადაცემის დიდი მტკიცებულებები, ჯერჯერობით, არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რა თქმა უმდა, იძლევა რეკომენდაციას, რომ ვიყოთ ერთმანეთისგან 1 - 1.5 მეტრის დისტანციაზ, რადგან გარკვეული საშიშროება არის, მაგრამ გადაცემის ძირითადი გზა არის წვეთოვანი"

გამყრელიძემ ასე "ფორმულას" ეთერში, გაცემაში Covid-19 გამყრელიძემ აშშ-ში ჩატარებული კვლევის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსი ჰაერში სამ საათამდე ძლებს, სპილენძზე მაქსიმუმ 4 საათი, მუყაოს ზედაპირზე 24 საათამდე, ხოლო პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე 2-დან 3 დღემდე.

The New England Journal of Medicine-ში ახალი კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობაზე ახალი კვლევა 17 მარტს გამოაქვეყნეს. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, კალიფორნიის უნივერსიტეტის და პრინცტონის უნივერსიტეტის მეცნიერები.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები