ჯორჯ მარტინი

ჯორჯ მარტინი: იზოლირებული ვარ - მეტ დროს ვესტეროსში ვატარებ, ვიდრე რეალურ სამყაროში

Getty Images

"ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" საგის ავტორმა, ჯორჯ მარტინმა, ახალი კორონავისუსის პანდემიის შესახებ დაწერილი ბლოგპოსტი გამოაქვეყნა.

"უცნაური დღეები გველის წინ. მიუხედავად ჩემი ანტიკურობისა, ვერ ვიხსენებ მეცხოვროს მსგავს ვითარებაში, როგორიც გასული კვირებში იყო" - ასე იწყებს ბლოგს 71 წლის მწერალი წერას.

ამის შემდეგ ჯორჯ მარტინი წერს, რომ ის თავის მფლობელობაში არსებულ თეატრს ნიუ-მექსიკოში 15 აპრილამდე ხურავს და ასევე აჩერებს თავისი ფონდის მუშაობას. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ორივე ადგილას დასაქმებული ადამიანები განაგრძობენ ანაზღაურების მიღებას.

"მე ვხურავ Jean Cocteau Cinema-ს. თეატრი მთლიანობაში 130 ადამიანს იტევს და ამ მდგომარეობას თვეში ოთხჯერ ან ხუთჯერ ვაღწევთ. როგორც წესი, თეატრსა და ბარში 50 ადამიანის არის ხოლმე. რატომ გავრისკოთ? მირჩევნია სიფრთხილის მხარეს დავდგე, ამიტომ თეატრს 15 აპრილამადე ვხურავ. გულწრფელად, წარმოდგენა არ მაქვს რა მდგომარეობა იქნება ერთ თვეში სანტა ფეში, ნიუ-მექსიკოში, ამერიკაში და მსოფლიოში. ყველაფერი სწრაფად იცვლება. თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ თეატრი დაკეტილი იყოს, სანამ უფლებამოსილი პირები არ გვეტყვიან, რომ უსაფრთხოა მისი გახსნა."

"ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვხურავ ჩემს ფონდს Stagecoach Foundation-ს. აქ, როგორც წესი, იმართება კლასები და სიმპოზიუმები ფილმებისა და სატელევიზიო პროდუქტების განსახილველად, ბავშვებისთვის, რომლებსაც სურთ იმუშაონ გასართობ ინდუსტრიაში. თუმცა, ჩვენ მათ შევაჩერებთ, სანამ კორონავირუსი მძვინვარებს".

ჯორჯ მარტინის თქმით, ის არ დახურავს წიგნების მაღაზიას Beastly Books-ს.

ბლოგპოსტის მიწურულს, მწერალი წერს, რომ ის იზოლირებულია და ამიტომ, უფრო მეტ დროს ვესტეროსში ატარებს, ვიდრე რეალურ სამყაროში.

"მათთვის, ვინც წუხს ჩემზე. დიახ, ვიცი, რომ მე ყველაზე მოწყვლად საზოგადოებას ვეკუთვნი, ჩემი ასაკისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. თუმცა, ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ და ვიღებ ყველა უსაფრთხოების ზომას. მე იზოლირებული ვარ, ჩემს ერთ თანამშრომელთან ერთად და არ ვაპირებ ვინმეს ნახვას. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტ დროს ვესტეროსში ვატარებ, ვიდრე რეალურ სამყაროში, ყოველ დღე ვწერ. ძალიან სასტიკი რაღაცები ხდება შვიდ სამეფოში... თუმცა შესაძლებელია არც ისე სასტიკი, როგორც აქ.

ხანდახან, ახალი ამბების ყურებისას, ვერ ვიჯერებ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკაში არ ვცხოვრობთ. თუმცა, ეს არ არის ის სცენარი, რომელზეც მე ვოცნებობდი ბავშვობაში - ქალაქები მთვარეზე, კოლონიები მარსზე, მფრინავი მანქანები. არასდროს მომწონდა პანდემიის ისტორიები", - წერს ჯორჯ მარტინი.

კომენტარები