სურსათი

მთავრობა ძირითადი სასურსათო პროდუქტების გაძვირებისგან დამცავ მექანიზმს ქმნის

rfi.ro

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობას დაავალა, "ბიზნესთან კოორდინაციით" შეიქმნას მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შვიდ ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას.

ეს პროდუქტებია:

  • ბრინჯი
  • მაკარონი
  • მზესუმზირის ზეთი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • ხორბალი
  • რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები

როგორც მინისტრები ამბობენ, სურსათის მომარაგების დეფიციტის საშიშროება არ დგას და მარაგებში პროდუქტების საკმარისი რაოდენობაა.

"ვაკონტროლებთ საქონლის მარაგს, ვადარებთ ფასების დინამიკას და ვახდენთ რეაგირებას," - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.

მისი თქმით, აჟიოტაჟს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის მხრივ საფუძველი არ გააჩნია, რადგანაც "მარაგები ადგილზე არის საკმარისი."

თუმცა, როგორც თურნავა ამბობს, შეიძლება, შეიქმნას "მოკლევადიანი შეფერხებები ბურღულეულის რამდენიმე სახეობაში", რაც კლიმატური პირობების გაუარესების გამო ლარსზე სამანქანო გადაადგილების შეფერხებით იქნება გამოწვეული.

 

კომენტარები