სურსათი

მარნეულის ქარხანა: ვაჩერებთ ტყემლის წარმოებას, რომელშიც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა

1 TV

მარნეულის ქარხანა აცხადებს, რომ იმ წითელი ტყემლის წარმოებას აჩერებს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ არასაკვები საღებავი აღმოაჩინა.

კომანიის განცხადებით, მათ მიერ გამოყენებული ყველა დამხმარე მასალას და მზა პროდუქტს საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში გაგზავნიან და მათ პასუხს დაელოდებიან. 

"სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია. ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი. ჩვენ ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გავაგზავნით საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში, რისი დიდი გამოცდილებაც უკვე გვაქვს, დაველოდებით მათ პასუხს და შედეგებს ვაცნობებთ მომხმარებელს. პასუხებამდე ვაჩერებთ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციას. ჩვენი კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის"- აცხადებენ მარნეულის ქარხანაში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა", რომელიც ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციის მონიტორინგს აწარმოებს, 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის ნიმუშებიდან 6-ში არასაკვები დანიშნულების საღებავი აღმოაჩინა. მათ შორის აღმოჩნდნენ ისეთი ქართული ბრენდები, როგორიცაა კულა, სუპრემე, მარნეული და სხვები

კომენტარები