ემზარ კვიციანი

კვიციანი: არჩევნებსაც თუ გადავიტანთ დისტანციურ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი

პატარა აზრი გამიჩნდა, არამარტო საგანგებო სიტუაციების დროს, რიგგარეშე სხდომები როცა არის, მაშინ შეიძლება დისტანციურად ჩატარდეს. ძალიან ხშირ შემთხვევაში წასულია ხალხი ქალაქიდან, რიგგარეშე როცა ტარდება. ესეც შეიძლება, რომ შეტანილი იქნას. იდეა ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ეს გაამართლებს აუცილებლად. დღევანდელი საშუალებებით, რაც არის ტექნოლოგიურად, ვფიქრობ რომ არ მგონია, ეს გაჭირდეს. არჩევნებსაც თუ გადავიტანთ ამ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი

პატრიოტთა ალიანსის წევრი, ემზარ კვიციანი პარლამენტის პლენარულ სესიაზე , სადაც დეპუტატები განიხილავენ ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში, საპარლამენტო საქმიანობა დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში წარმართოს.

კომენტარები