ემზარ კვიციანი

კვიციანი აქტივისტებზე თავდასხმაზე: წინა დღეს მკაცრად გავაკრიტიკე სუს-ი, კავშირს ვერ ხედავთ?

წინა დღეს, როდესაც მე ძალიან მკაცრად და ძალიან მწვავედ გავაკრიტიკე სუს-ი და მისი ხელმძღვანელი, აი, ამის შემდეგ რომ ეს ხდება, რაც მოხდა, ვერ აკავშირებთ ამას ერთმანეთთან? რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს იყო სუს-ის მიერ მოწყობილი. დევნა არის ყველგან აბსოლუტურად ჩემს მიმართ. სასამართლოდან დევნა მიდის, პროკურატურიდან დევნა მიდის, ყველა მხრიდან მიდის დევნა, მათ შორის ჟურნალისტებიდანაც. გახსოვთ, ჩემი შემთხვევით ჩართული ლაივი რომ აიტაცეთ და დაატრიალეთ მთელს მსოფლიოში, თქვენ გინდოდათ ჩემი გამარგინალება.

თქვა ემზარ კვიციანმა მედიაცენტრ "მთავარში". 8 სექტემბერს, მან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქტივისტებმა კვიციანს რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, მათ აგინა, ხოლო რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. დეპუტატმა ასევე აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლით დაიწყო.

კომენტარები