ეროვნული ბანკი

ხვალ ეროვნული ბანკი $40 მილიონს გაყიდის

კობა გვენეტაძე
ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, უწყება ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე იღებს.

ამჟამად, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0807 ლარია. ბოლო ათ დღეში ლარი დოლართან დაახლოებით 30 თეთრით გაუფასურდა.

ლარის გაუფასურების შესარბილებლად ეროვნულმა ბანკმა 13 მარტს სავალუტო რეზერვებიდან 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები