კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები 1 აპრილამდე დაიხურა

ჯაბა ფუტკარაძე
აჭარის ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რეგიონის მასშტაბით არსებული ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები დროებით დახუროს. 

აჭარის ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის, თქმით, შეზღუდვა სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს არ შეეხებათ. 

ბათუმში მდებარე ე.წ ხოფის ბაზრობაზე მომუშავე ობიექტებს საქმიანობა პირველ აპრილამდე შეუჩერდება. 

"აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბაზრო და სავაჭრო ლოკაციაზე. საქმიანობის შეჩერების განმავლობაში ყველა ეს ობიექტი გათავისუფლდება იჯარის გადასახადისგან,"- ამბობს ჯაფა ფუტკარაძე. 

ეკონომიკის მინისტრმა ასევე მოუწოდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მოიჯარეებს იჯარის გადასახადი შეუმცირონ.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი - ბათუმში. 

კომენტარები