კორონავირუსი

შსს: თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 22 ადამიანი გადავიყვანეთ

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 მარტს, მთელი დღის განმავლობაში
თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი 22 ფაქტი გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, კარანტინში გადაიყვანეს მოქალაქეები თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონიდან 

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში
იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი. 

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 34 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები