ჯარედ ლეტო

ჯარედ ლეტომ ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ დღეს გაიგო

Variety

მსახიობმა და მომღერალმა - ჯარედ ლეტომ, რომელიც 12 დღის განმავლობაში უდაბნოში მედიტირებდა და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მხოლოდ ერთი საათია, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ გაიგო.

"ვაუ, 12 დღის წინ უდაბნოში მედიტაცია დავიწყეთ. აბსოლუტურად იზოლირებულები ვიყავით.არანაირი ტელეფონი და კომუნიკაცია. აზრზე არ ვიყავით, მსოფლიოში რა ხდება. 

გუშინ აბსოლუტურად სხვანაირ მსოფლიოში ჩამოვედი. იმაში, რომელიც სამუდამოდ შეიცვალა. ნამდვილად გამაოგნებელია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მეგობრები და ოჯახის წევრები მწერენ და ვიგებ რაც ხდება. იმედია  თქვენ და ყველა თქვენს გარშემო კარგად არის. თავს მოუფრთხილდით. შინ დარჩით. ყველას პოზიტიურ ენერგიას გიგზავნით."

 

კომენტარები