ამერიკელ მუსიკოსს, 30 Seconds To Mars-ის ფრონტმენსა და მსახიობს, ჯარედ ლეტოს 9 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 9 ქალმა მსახიობთან ურთიერთობაზე ანონიმურად ისაუბრა გამოცემა Air Mail-თან.
როგორც გამოცემა Guardian-ი წერს, ერთ-ერთ დაზარალებული მსახიობს 2006 წელს შეხვდა - მაშინ, როცა ის [დაზარალებული] არასრულწლოვანი იყო - მისი თქმით, ლეტო მას ლოს ანჯელესში მდებარე კაფეში, მსახიობ ეშლი ოლსენთან ერთად შეხვდა.
ასევე ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, რომელიც ასევე არასრულწლოვანი იყო, მან ჯარედ ლეტოსთან ტექსტობრივი მიმოწერა დაამყარა, სადაც მსახიობი მას შეუსაბამო კითხვებს უსვამდა.
კიდევ ერთი დაზარალებული, გამოცემა Air Mail-თან საუბრისას ამბობს, რომ ლეტომ მის თვალწინ "მასტურბირება დაიწყო და სთხოვა, რომ მისი სასქესო ორგანოსთვის ხელი მოეკიდა".
ლეტოს წარმომადგენელი ყველა ბრალდებას უარყოფს და "დემონსტრაციულ სიცრუეს" უწოდებს - თავად ჯარედ ლეტოს ამის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.





