ენდელაძე: თითქმის დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ხვალ რიგით მეორე პაციენტი გაეწერება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, ალბათობა იმისა, რომ ხვალ ინფექციური საავადმყოფო რიგით მეორე პაციენტმა დატოვოს, მაღალია.

"თითქმის დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ხვალ რიგით მეორე პაციენტი გაეწერება, იქაც უარყოფითი შედეგია. მესამე პაციენტსაც ალბათ მალე გავწერთ", - ამბობს ენდელაძე ტვ პირველის ეთერში.

დღეს, 16 მარტს, თბილისის ინფექციური საავადყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ეს ის მამაკაცია, რომელსაც 26 თებერვალს, საქართველოში პირველად დაუდგინდა ახალი კორონავირუსი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, გაწერილი პაციენტი 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

კომენტარები