დოკუმენტური ფილმი

ხუთი დოკუმენტური ფილმი ეპიდემიაზე

Youtube

ახალი კორონავირუსის გამო არაერთ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას სახლში დარჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.

თვალი გადავავლოთ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც კაცობრიობის მიერ დამარცხებულ ვირუსებსა და წარსულში მომხდარ ეპიდემიებზე მოგვითხრობენ.

Mosquito (2017)

ტელეარხ Discovery-ის მიერ გადაღებული ერთსაათიანი ფილმი კოღოებისა და ამ მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების შესახებ მოგვითხრობს. დინამიურ სურათს თან მსახიობ ჯერემი რენერის კომენტარები ახლავს.



ფოტო: Entemology Today

Hero with a Thousand Faces (2016)

ჯოელ კლარკის დოკუმენტური ფილმი ებოლას ვირუსის შესახებ არის გადაღებული. ებოლამ სამი წლის განმავლობაში ათასობით აფრიკელის სიცოცხლე შეიწირა. სურათი სიერა-ლიონეში ეპიდემიის დროს მომუშავე ექიმებისა და მოხალისეების ისტორიებზე ფოკუსირდება.



ფოტო: IMDB

Pandemic: How to Prevent an Outbreak (2020)

ნეტფლიქსის ექვსსერიანი დოკუმენტური ფილმი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებსა და ვირუსებზე ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევს. 



ფოტო: Netflix

The American Experience (1988)

დოკუმენტური ტელესერიალი ეთერში თორმეტი წლის განმავლობაში გადიოდა. ჩვენ ყურადღება ერთ-ერთ ეპიზოდზე Influenza 1918 შევაჩერეთ. სერიაში ესპანური გრიპის სახელით ცნობილ ვირუსზე მოგვითხრობენ. ეპიდემიამ მეოცე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი შეიწირა.



ფოტო: PBS

Fire in the Blood (2013)

აივ ინფექცია თითქოს განვლილი ეტაპია, თუმცა აფრიკის კონტინენტზე მრავალი ადამიანის ჯანმრთელობა დღემდე საფრთხის ქვეშ დგას. დოკუმენტური ფილმის შემქმნელები ღიად უპირისპირდებიან ფარმაცევტული კომპანიების პოლიტიკას და გვაჩვენებენ ინფიცირებული ადამიანების ცხოვრებას, რომელთაც ელემენტარული მედიკამენტების შეძენის სახსრები არ გააჩნიათ.



ფოტო: Stanford University

 

კომენტარები