Covid-19-ის გამო სტრასბურგის სასამართლომ განსაკუთრებულ ზომები მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო "ჯანდაცვის უპრეცედენტო გლობალური კრიზისის" გამო განსაკუთრებული ზომებს იღებს.

შენარჩუნდება სასამართლოს ძირითადი საქმიანობა და განსაკუთრებით, პრიორიტეტული საქმეების განხილვა. მისი ამოცანების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადავიდა დისტანციურ, ტელეხიდებით მუშაობაზე;

სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესიდან გამომდინარე, დადგინდა პროცედურები დროებითი ზომების გადაუდებელ განხილვებთან დაკავშირებით;

სასამართლოს შენობა აღარ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის და მარტისა და აპრილისთვის დაგეგმილი ყველა მოსმენა გაუქმებულია, სანამ არ მიიღება შემდგომი გადაწყვეტილებები.

საჩივრის შეტანის ექვსთვიანი ვადის მოქმედება, რომელიც გათვალისწინებულის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლით, გამონაკლისის სახით შეჩერებულია ერთი თვის ვადით, რაც აითვლება 2020 წლის 16 მარტიდან.

საქმეებში მხარებისთვის განსაზღვრული ყველა ვადა შეჩერდება ერთი თვით, რაც აითვლება 2020 წლის 16 მარტიდან.

კომენტარები