კორონავირუსი

3 აპრილამდე, Wizzair-ი ბუდაპეშტის გარდა, საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას აჩერებს

WizzAir

ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადებით, შექმნილი სიტუაციისა და სამგზავრო შეზღუდვების გამო, 18 მარტიდან 3 აპრილამდე საქართველოდან აჩერებს ფრენებს ყველა მიმართულებით, გარდა ქუთაისი - ბუდაპეშტის ხაზისა. სამოგზაურო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

მომხმარებლებს, რომლებსაც ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, ბილეთის ფასის ანაზღაურების შესახებ მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

16 მარტს ცნობილი გახდა, რომ 18 მარტიდან საქართველო ორი კვირით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებიდან დაბრუნება მხოლოდ "საქართველოს ავიახაზების" რეისით შეეძლებათ.

კომენტარები