სურსათის მარაგი

დავითაშვილი: ვმუშაობთ, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და არ გაიზარდოს ფასები

პრემიერის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს ჯგუფი, რომელიც ხვდება მომწოდებლებს და არსებულ სიტუაციაში, ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის მონიტორინგს ახორციელებს. რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება როგორც იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, ასევე მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, რათა, ერთი მხრივ, არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და მეორე მხრივ, არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურბნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქვეყანაში სურსათის მარაგის შესახებ.

კომენტარები