კანადის პრემიერი, ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია

ჯასტინ ტრუდო
Vanity Fair

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო და მისი მეუღლე სოფი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ექიმებმა ტრუდოს ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ ურჩიეს, რაც მის მეუღლეს გრიპის ნიშნები განუვითარდა. სოფი ტრუდომ უკვე ჩაიტარა ანალიზი და ამჟამად მისი ტესტის პასუხს ელიან.

"ექიმებმა პრემიერმინისტრს ურჩიეს, განაგრძოს ყოველდღიური საქმიანობა საკუთარ თავზე დაკვირვების რეჟიმში, იმის გათვალისწინებით, რომ მას სიმპტომები არ გამოუვლენია. თუმცა სიფრთხილის დასაცავად, პრემიერმინისტრმა არჩია, თვითიზოლაციაში დარჩეს და სახლიდან იმუშავოს, ვიდრე სოფის [მეუღლის] შედეგებს მიიღებენ," - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები