კორონავირუსის გამო კლუბი KHIDI დროებით დაიხურა

KHIDI

კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად კლუბმა KHIDI მარტში დაგეგმილი საკლუბო ღამეები გააუქმა და დროებოთ დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის Facebook გვერდზე გავრცელდა.

"აქტიურად ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვხელმძღვანელობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებით. დროებით დახურვის გადაწყვეტილება რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი", - წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, დროებით დაიხურა კლუბები - "ბასიანი" და "მტკვარზე".

კომენტარები