საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

The Insurance Journal

საბერძნეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის მონაცემებით, ვირუსით ინფიცირებულია 99 ადამიანი.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,636-მდე გაიზარდა. ვირუსით დაინფიცირებულია 126,427 პირი, ხოლო აქედან გამოჯანმრთელდა 68,314 ადამიანი.

კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთშია, სადაც ვირუსით დღევანდელი, 12 მარტის მონაცემებით, 80,796 პირია დაავადებული, გარდაიცვალა 3,169 ადამიანი.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი - 12,462 შემთხვევა იტალიაშია გამოვლინდა. ჩინეთს გარეთ, გარდაცვალების ყველაზე მეტი, 827 შემთხვევაც იტალიაშია. კორონავირუსის გამო 10 მარტს მთელი იტალია ჩაკეტეს.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული​. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 295, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 ადამიანი იმყოფება.

გუშინ, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები