კორონავირუსი

გამყრელიძე: 24-ე ინციფირებულიც იტალიასთანაა კავშირში, გადაცემა მესამეული და მეოთხეული არაა

ამირან გამყრელიძე
NCDC

ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 24-ე ინფიცირებულიც იტალიასთანაა კავშირში. ის ჯერ დეტალებზე არ საუბრობს, რადგან ინფორმაცია ჯერ საავადმყოფოს, ხოლო შემდეგ ოჯახს უნდა მიეწოდოს. 

ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ეს "არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემა."

"ეს არ არის შიდა. ისევ და ისევ შემოტანილ შემთხვევასთან ასოცირებულია," - თქვა გამყრელიძემ. 

კორონავირუსი საქართველოში უკვე 24 ადამიანს დაუდასტურდა. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 298, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 ადამიანი იმყოფება. 

კომენტარები