კორონავირუსი საქართველოში

ჩხენკელი: სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა

news.ge

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, სწავლის გადადებასთან დაკავშირებით სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

"ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება," - ამბობს ჩხენკელი.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. სწავლა საქართველოში 2 მარტის შემდეგ შეწყვეტილია.

კომენტარები