კორონავირუსი

კორონავირუსის გამო, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა

iStockphoto

კორონავირუსის გამო, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. შეზღუდვა ყველა კერძო და საჯარო ბაღს, სკოლას, უნივერსიტეტს და სხვა სასწავლო დაწესებულებას ეხება.

"საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება  დღის ცენტრებში.  საჭირო ღონისძიებებს  დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება" - აცხადებს მთავრობა.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით 23 ადამიანია ინფიცირებული.

კომენტარები